ხშირად დასმული კითხვები
აქ თავმოყრილია ყველაზე ხშირი კითხვები GREA-სთან თანამშრომლობაზე, ყიდვა-გაყიდვაზე, სერვისებსა და გადახდაზე. ვერ იპოვეთ პასუხი? დაგვიკავშირდით — სიამოვნებით დაგეხმარებით.
დაგვიკავშირდით საკონტაქტო ფორმით ან ტელეფონით — ჩვენი გუნდი დაგიგეგმავთ უფასო საკონსულტაციო შეხვედრას, განვიხილავთ თქვენს საჭიროებებს და შემოგთავაზებთ შემდეგ ნაბიჯებს.
GREA (საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო) არის დეველოპერული პროექტების მარკეტინგის, გაყიდვებისა და კონსალტინგის წამყვანი კომპანია 20-წლიანი გამოცდილებით საქართველოს ბაზარზე.
ჩვენი ოფისი მდებარეობს თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 2ბ. ვმუშაობთ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00–18:30 საათამდე.
დიახ. ვმართავთ პროექტებს როგორც თბილისში, ისე მის ფარგლებს გარეთ — სულ 19-ზე მეტი პროექტი საქართველოს მასშტაბით.
აირჩიეთ პროექტი პორტფოლიოდან და დაგვიკავშირდით. ჩვენი აგენტი დაგეხმარებათ ბინის შერჩევაში, დაგითვალიერებთ ობიექტს, დაგეხმარებათ ჯავშანსა და ხელშეკრულების გაფორმებაში.
დიახ. უზრუნველვყოფთ ობიექტის შეფასებას, პროფესიონალურ მარკეტინგსა და მყიდველის მოძიებას — გაყიდვის სრულ ციკლს თქვენი ჩართულობის მინიმუმით.
რა თქმა უნდა. დაგეხმარებით ბაზრის ანალიზში და შეგირჩევთ მაღალი დაბრუნების პოტენციალის მქონე ობიექტებს თქვენი ბიუჯეტის შესაბამისად.
ჩვეულებრივ, საკმარისია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დანარჩენ იურიდიულ პროცესს — ხელშეკრულებას და რეგისტრაციას — ჩვენი გუნდი წარგართმევს.
„RE 360“ არის უძრავი ქონების სრული მომსახურების მოდელი: ბაზრის კვლევა, ბრენდინგი, მარკეტინგი, გაყიდვების მართვა და გაყიდვის შემდგომი მომსახურება — ერთ სივრცეში.
დიახ. გთავაზობთ უძრავ ქონებაზე სრულ კონსალტინგს — ბაზრის ანალიზიდან ფასწარმოქმნამდე. პირველი კონსულტაცია უფასოა.
ჩვეულებრივ, თანამშრომლობის შეთანხმებიდან რამდენიმე დღეში ვიწყებთ აქტიურ მუშაობას — პროექტის მასშტაბის მიხედვით.
ხელმისაწვდომია უნაღდო გადარიცხვა, საბანკო დაფინანსება და განვადება — კონკრეტული პირობები პროექტის მიხედვით განსხვავდება.
ბინის დაჯავშნა ხდება სიმბოლური თანხის გადახდით, რომელიც ფიქსირდება სასურველ ობიექტზე. ამის შემდეგ ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.
დიახ. ვთანამშრომლობთ წამყვან ბანკებთან და დაგეხმარებით იპოთეკის წინასწარ დამტკიცებასა და ყველაზე ხელსაყრელი პირობების შერჩევაში.