მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ჩვენთვის გამოცდილებაზე მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.
ძირითადი მოვალეობები
- ქოლ-ცენტრში შემოსული ზარების პასუხი და გადამისამართება გაყიდვების მენეჯერებთან.
- პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
- საჭიროების შემთხვევაში პროექტების შესახებ პირველადი ინფორმაციის მიწოდება კლიენტებისთვის.
- კლიენტების რეგისტრაცია CRM პროგრამაში.
- სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა.
- შემოსული მეილების მონიტორინგი / გადამისამართება შინაარსის მიხედვით.
- გაყიდვების ოფისის გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი/უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- განათლება: ბაკალავრი.
- გამართული მეტყველების უნარი;
- ენები: ინგლისური, რუსული;
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები – სამომხმარებლო დონეზე.
- მოტივირებული;
- პოზიტიური;
- კომუნიკაბელური;
- დისციპლინირებული/პუნქტუალური;
- პასუხისმგებლიანი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დარწმუნების უნარი;
- დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი.
ანაზღაურება
- ფიქსირებული ხელფასი;
- ბონუსური სისტემა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
- მეგობრული და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სამუშაო გარემო.
