
ქრონომეტრი ლისზე
ლისი | ე. ამაშუკელის ქ.11 რუკაზე ნახვა
ცხოვრება შენი პერსპექტივიდან
„ქრონომეტრი“ ბიზნეს კლასის მულტიფუნქციური კომპლექსია ლისზე, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, ბიზნეს და სარეკრეაციო სივრცეებს კომფორტულ საცხოვრებელ და საინვესტიციო გარემოს.
პროექტი მოიცავს 9 საცხოვრებელ და 4-სართულიან ბიზნეს ცენტრს, ბინებს, პენტჰაუსებს, ოფისებს, კომერციულ და სპორტულ სივრცეებს, ასევე 2-დონიან მიწისქვეშა ავტოსადგომს. ლისის ტბამდე პროექტიდან მხოლოდ 4 წუთის სავალია.
პროექტი საქართველოს ბანკის მიერ არის დაფინანსებული და მის უკან დგას სამშენებლო სექტორში 20-წლიანი გამოცდილება და 600-ზე მეტი დასრულებული პროექტი, განხორციელებული სამშენებლო კომპანია „დაგის“ სახელით. მშენებლობა 2024 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს.
საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო (GREA) პროექტის ექსკლუზიური კომერციული პარტნიორია და მის კომერციულ მიმართულებას ხელმძღვანელობს. თანამშრომლობა 2025 წლის გაზაფხულზე დაიწყო და მოიცავდა პროექტის პოზიციონირებას, პროდუქტის დახვეწას, ბრენდინგსა და საკომუნიკაციო სტრატეგიის განვითარებას. გაყიდვები 2025 წლის სექტემბერში დაიწყო.















