
რუმიქსი ცინცაძეზე
საბურთალო | სულხან ცინცაძის ქ. 53 რუკაზე ნახვა
დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსი
რუმიქს დეველოპმენტის დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსი „რუმიქსი ცინცაძეზე“ საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩა N53-ში მდებარეობს.
11-სართულიანი შენობა აერთიანებს საცხოვრებელ ბინებს, საოფისე და კომერციულ ფართებს. კომპლექსი გათვლილია 98 ოჯახზე. პირველ სართულზე განთავსებულია კომერციული ფართი, ხოლო მეორე და მესამე სართულები საოფისე დანიშნულების სივრცეები. ავტომობილებისთვის გათვალისწინებულია ორდონიანი პარკინგი, რომელიც დაახლოებით 80 ადგილზეა გათვლილი.
პროექტის მულტიფუნქციური კონცეფცია და ცენტრალური მდებარეობა ქმნის თანამედროვე ურბანულ გარემოს, რომელიც კომფორტულია როგორც საცხოვრებლად, ისე ინვესტიციისთვის.
კომპლექსის არქიტექტურა არქიტექტურულ ბიურო AB5-სა და არქიტექტორ ლაშა ლოსაბერიძეს ეკუთვნის.















