სრული სერვისი — იდეიდან გაყიდვამდე

ვსწავლობთ ლოკაციას, კონკურენტ პროექტებს, ფასებსა და მოთხოვნის დინამიკას, რათა თქვენი პროექტი სწორ სეგმენტს დაუმიზნოთ. ანალიზი ჯერ კიდევ დაწყებამდე გიჩვენებთ, რა იყიდება, რა ფასად და ვისზე — ინტუიციის ნაცვლად მონაცემებით მუშაობთ.

გაიგეთ მეტი

ვქმნით პროექტის იდენტობას და არქიტექტურულ ხედვას, რომელიც ბაზრის მოთხოვნასა და ლოკაციის პოტენციალს ერგება. ვმუშაობთ არქიტექტორებთან ერთად, რომ სივრცე იყოს არა მხოლოდ ლამაზი, არამედ გაყიდვადი და ფუნქციური.

გაიგეთ მეტი

ვმართავთ პროდუქტის განვითარებას ყველა ეტაპზე — ბინების მიქსი, ფართობები, პლანირება და მახასიათებლები ვამუშავებთ ბაზრის მოთხოვნის მიხედვით. ვზრუნავთ, რომ ყოველი კვადრატული მეტრი მუშაობდეს გაყიდვასა და ღირებულებაზე.

გაიგეთ მეტი

ვქმნით პროექტის პოზიციონირებას და ინტეგრირებულ მარკეტინგულ გეგმას, რომელიც სწორ გზავნილს სწორ აუდიტორიამდე მიიტანს. ვაერთიანებთ ბრენდინგს, კომუნიკაციასა და არხებს ერთ თანმიმდევრულ სტრატეგიად, რომელიც გაყიდვას ემსახურება.

გაიგეთ მეტი

ვმართავთ ციფრულ არხებს — სოციალურ ქსელებს, სარეკლამო კამპანიებსა და ვებგვერდს — ისე, რომ პროექტმა ონლაინ სივრცეში მაქსიმალური ხილვადობა მიიღოს. ვაკავშირებთ დიჯიტალ აქტივობას გაყიდვების ძაბრთან, რომ ყოველი ლიდი ითვლებოდეს.

გაიგეთ მეტი

ვგეგმავთ, როგორ, ვის და რა ტემპით გაიყიდება პროექტი — ვსაზღვრავთ სამიზნე აუდიტორიას, გაყიდვების ეტაპებსა და დინამიკას. სტრატეგია პროექტს პროგნოზირებად ნაკადამდე მიჰყავს, ქაოსური გაყიდვების ნაცვლად.

გაიგეთ მეტი

ვქმნით ფასწარმოქმნის სტრატეგიას ბაზრის მონაცემებზე, ბინის მახასიათებლებსა და გაყიდვების ტემპზე დაყრდნობით. ვმართავთ ფასების დინამიკას ეტაპობრივად, რომ არც შემოსავალი დაგეკარგოთ და არც გაყიდვები შენელდეს.

გაიგეთ მეტი

ვარჩევთ, ვამზადებთ და ვმართავთ გაყიდვების პროფესიონალ გუნდს, რომელიც თქვენს პროექტს დანერგილი სტანდარტებით ყიდის. ვნერგავთ სკრიპტებს, სამოტივაციო სისტემასა და ტრენინგებს, რომ შედეგი ცალკეულ ადამიანზე არ იყოს დამოკიდებული.

გაიგეთ მეტი

ვმართავთ გაყიდვების მთელ ციკლს — პირველი შეხებიდან ხელშეკრულებამდე — და ვაკონტროლებთ ყოველ ეტაპს რეალურ დროში. რეგულარული მონიტორინგითა და კონვერსიის ანალიზით სუსტ წერტილებს დროულად ვასწორებთ.

გაიგეთ მეტი

ვამყარებთ პარტნიორობას წამყვან ბანკებთან და ვუზრუნველყოფთ თქვენი მყიდველებისთვის მოქნილ საკრედიტო პირობებს. მზა იპოთეკური გადაწყვეტები აშორებს გაყიდვის მთავარ ბარიერს და ამცირებს გარიგების დახურვის დროს.

გაიგეთ მეტი

ვნერგავთ CRM სისტემას, რომელიც ყოველ ლიდსა და გარიგებას ერთ ადგილას აქცევს და გაყიდვების გუნდის მუშაობას გამჭვირვალეს ხდის. დეტალური რეპორტინგით ხედავთ ძაბრს, კონვერსიასა და შემოსავალს რეალურ დროში.

გაიგეთ მეტი

რას ამბობენ კლიენტები

ჩვენთვის მთავარი იყო, რომ გაყიდვები, მარკეტინგი და ფასწარმოქმნა ერთ გუნდს ეტარებინა. ანგარიშგება გამჭვირვალეა და ყოველი გადაწყვეტილება მონაცემებზე დგას, არა ინტუიციაზე.
ნათია ქავთარაძე აღმასრულებელი დირექტორი · სამგორი თაუერსი
კონსულტაცია რეალურ ციფრებზე დაიწყო: ბაზრის ანალიზმა ნათლად გვაჩვენა, სად ვკარგავდით მარჟას. დღეს ფასდაკლებაზე ნაკლებად ვართ დამოკიდებული და მოლაპარაკებაში ბევრად მყარად ვდგავართ.
გიორგი წიკლაური დამფუძნებელი პარტნიორი · ორიენტირი
GREA-მ პროექტი ჯერ კიდევ ქაღალდზე ყოფნისას აიყვანა — პოზიციონირებიდან ფასწარმოქმნამდე. ბინების მიქსი და საკომუნიკაციო ტონი მათი რეკომენდაციით შეიცვალა და გაყიდვები დაგეგმილ რიტმში წავიდა.
ლევან გელაშვილი გაყიდვების დირექტორი · ქრონომეტრი
CRM-ის დანერგვის შემდეგ ვხედავთ, თითოეული ლიდი საიდან მოვიდა და რატომ დაიხურა. გუნდის გადამზადება სწრაფად მოხდა და პროცესი ახლა თავისით მუშაობს.
ანა ბერიძე მარკეტინგის ხელმძღვანელი · არსენალი რეზიდენსი